ჯაბა სამუშია იაპონიის ელჩს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ თსუ-ში ისწავლება პროგრამა შორეული აღმოსავლეთი-იაპონისტიკა, რომლის ფარგლებშიც ისწავლება იაპონური ენა, იაპონიის ისტორია და კულტურა. მისი თქმით, ამ მიმართულებით საელჩოსთან თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა.

რექტორმა ისაუბრა თანამშრომლობის იმ ფორმატზე, რომელიც თსუ-სა და იაპონიის უნივერსიტეტებს შორის არსებობს. ასევე, ხაზი გაუსვა ქართველოლოგიური ცენტრის მნიშვნელობას იაპონიაში და ერთობლივი არქეოლოგიური პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაპონელი მეცნიერების თანამშრომლობას.

„ვიმედოვნებ ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდება და გაიზრდება თანამშრომლობის სფეროები, რომელიც შეიძლება არსებობდეს საელჩოსა და უნივერსიტეტს შორის. ჩვენი მიზანია, რომ საელჩოს დახმარებით, იაპონიის საუნივერსიტეტო სივრცესთან გავაძლიეროთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იაპონურ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციას“ , - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

იაპონიის ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ გამოთქვა მზადყოფნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაეხმაროს იაპონურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის განვითარებაში, ასევე, იაპონისტიკის მიმართულების სტუდენტების სტიპენდიებით მხარდაჭერასა და თსუ-ის თანამედროვე ტექნიკით დახმარებაში. შეხვედრაზე დაიგეგმა ერთ-ერთ იაპონურ უნივერსიტეტთან - ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობა და მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს