გაერო - ძალადობის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი კონგოში 6.9 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს

ძალადობის გამო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 6,9 მილიონს მიაღწია, - ამის შესახებინფორმაციას გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რთული კრიზისის მოსაგვარებლად ძალისხმევას აძლიერებს, რადგან იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით 6.9 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა, ეს რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს“, - ნათქვამია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სახლები დატოვეს, მაგრამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში დარჩნენ, აუცილებელ დახმარებას საჭიროებენ.

„მიმდინარე კონფლიქტისა და ძალადობის ესკალაციის პირობებში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კრიზისს აწყდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში ეროვნულ ძალებსა და „23 მარტის მოძრაობის“ აჯანყებულებს შორის შეტაკებებმა იმატა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად