"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ 2023 წლის ღონისძიების გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის შესაძლებლობა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნებისთვის, განიხილონ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის უპირატესობები და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებელი. ამის შესახებ ნათქვამია “საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.

მათივე ცნობით, შუა დერეფნის კონკურეტუნარიანობის ზრდა საქართველოს დაეხმარება, უკეთ აითვისოს სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალი.

„საქართველოს ბანკი“ აქტიურად განაგრძობს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას. სწორედ, ამ მიზნით წელს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გენერალური სპონსორები ვართ. აღნიშნული ფორუმი არის შესაძლებლობა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნებისთვის, განიხილონ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის უპირატესობები და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებელი. შუა დერეფნის კონკურეტუნარიანობის ზრდა დაეხმარება საქართველოს, უკეთ აითვისოს სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალი, რაც თავისთავად გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას გეოპოლიტიკურ რუკაზე და ხელს შეუწყობს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ქვეყანაში ახალი საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის” ინფორმაციაში.

26-27 ოქტომბერს თბილისმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით "აბრეშუმის გზის ფორუმს" მეოთხედ უმასპინძლა. ფორუმი 2015 წლიდან იმართება და თავს უყრის როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს. 2023 წლის ფორუმის გენერალური სპონსორი იყო „საქართველოს ბანკი“, ხოლო პარტნიორი - აზიის განვითარების ბანკი.

„ფორუმში 63 ქვეყნის 2300-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მასშტაბური ღონისძიება ოთხი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს. მონაწილეთა შორის იყვნენ მინისტრები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უნგრეთიდან, სერბეთიდან და სხვ. აგრეთვე ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან.

ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია და სხვა. ფორუმის ფარგლებში ბიზნესებს შორის 200-ზე მეტი საქმიანი შეხვედრა გაიმართა.

სესიებზე სპიკერები განიხილავდნენ ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს ევროპისა და აზიის ტრანსკონტინენტულ კონტექსტში და ამ პროცესში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამასთან, საუბრობდნენ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების, ფინანსური სექტორის, კომუნიკაციის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების შესახებ. ასევე, ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბილატერალური ურთიერთობების თაობაზე.

ფორუმი, რომელიც წელს დელეგატების უპრეცედენტო რაოდენობით გამოირჩეოდა, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ფორუმს 200-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი დაესწრო. ამასთან, პანელური დისკუსიების მოდერატორები იყვნენ BBC-ს, "ბლუმბერგისა" და Deutsche Welle-ს ჟურნალისტები“,- აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს