ლიბანის პრემიერი - ჩემს მოვალეობას ვასრულებ, რომ ლიბანი ომში არ ჩაებას - ამავდროულად, არ შემიძლია, ლიბანელები დავამშვიდო, რადგან სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ საააგენტო AFP-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ყველაფერს აკეთებს, რათა ლიბანს ომში ჩაბმა თავიდან აარიდოს.

„მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ იმისთვის, რომ ლიბანი ომში არ ჩაებას“, - განაცხადა მიკატიმ.

AFP-თან ინტერვიუში მიკატიმ აღნიშნა, რომ ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებული შეტაკებები ესკალაციის შიშს იწვევს.

„ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ სიტუაციას რაციონალურად და გონივრულად მართავს და თამაშის წესები გარკვეული საზღვრებით არის შეზღუდული. ამავდროულად, მე არ შემიძლია, რომ ლიბანელები დავამშვიდო, რადგან სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება“, - აღნიშნა ლიბანის პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება