ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ საააგენტო AFP-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ყველაფერს აკეთებს, რათა ლიბანს ომში ჩაბმა თავიდან აარიდოს.
„მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ იმისთვის, რომ ლიბანი ომში არ ჩაებას“, - განაცხადა მიკატიმ.
AFP-თან ინტერვიუში მიკატიმ აღნიშნა, რომ ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებული შეტაკებები ესკალაციის შიშს იწვევს.
„ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ სიტუაციას რაციონალურად და გონივრულად მართავს და თამაშის წესები გარკვეული საზღვრებით არის შეზღუდული. ამავდროულად, მე არ შემიძლია, რომ ლიბანელები დავამშვიდო, რადგან სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება“, - აღნიშნა ლიბანის პრემიერმა.