შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისთვის კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირთან ინტეგრაციას რაიმე ღირებულება არასოდეს ჰქონია

ოპოზიციისთვის კანდიდატის სტატუსს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, არც მაშინ, როცა პანიკა ჰქონდათ მოწყობილი, რომ ქვეყანა იღუპება სტატუსის გარეშეო და არც ახლა, როცა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, სინამდვილეში, მათთვის კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირთან ინტეგრაციას რაიმე ღირებულება არასოდეს ჰქონია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანი იყო, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ხელისუფლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინათ, რათა ქვეყანაში სიტუაცია აერიათ.

„ერთადერთ ღირებულებას იმაში ხედავდნენ, რომ ფიქრობდნენ, შეიძლება, გამოეყენებინათ, როგორც იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ. დღეს რომ ერთმანეთის მხილებით არიან დაკავებული და იმ გემიდან გარბიან, რომელიც იძირება, თითოეული ეს ადამიანი ჩართული იყო იმაში, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ხელისუფლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინათ, რათა ქვეყანაში სიტუაცია აერიათ. ხედავენ, რომ ეს ხელიდან ეცლებათ და არ უნდათ, რომ ჩაჰყვნენ იმ გემს, რომელიც იძირება. გამოჩნდება, რომ სინამდვილეში, ვინც ანტიევროპულია საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება