ანონსი  31 ოქტომბერი

31 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები" საკითხზე ზეპირი მოსმენა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

31 ოქტომბერს 10:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და პარტიის ლიდერები, „ოდირთან“ საქმიან შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრას, ასევე, დასწრებიან უცხოელი ექსპერტები და „ევროპის სახალხო“ პარტიის წევრები.

თემა: შეხვედრაზე შემუშავდება პარტიის ეთიკის კოდექსი

მის: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

31 ოქტომბერს, 10:30 საათზე, კვლევის „საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური რეკონსტრუქცია“ პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართება, რომელიც Gnomon Wise-მა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით მოამზადა.

დეცენტრალიზაციის ზოგადი სისტემური მიზნის განსახორციელებლად საჭირო ინსტიტუციური გადაწყვეტის ალტერნატივებს მკვლევარები დავით ზედელაშვილი, თამარ ქეცბაია და ანანო ჭიაბრიშვილი წარადგენენ. აუდიტორიას გახსნითი სიტყვით ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი მიმართავს.

მის: 26 მაისის მოედ. #1, სასტუმრო Holiday Inn

საკონტაქტო: გვანცა ნიკურაძე, - 558 091 030

31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც mona.ge-ზე განსათავსებელ ახალ სიას წარადგენენ.

მის: გოგოთურ აგლაძის N6, „გირჩი-მეტი თავისუფლებას” ოფისი

31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, რაც საქართველოს „სრულად ხდის რუსულ ხორბალზე დამოკიდებულს“, ხოლო ქართველ მეხორბლეებს „კაბალურ მდგომარეობაში აყენებს“.

მის: „ლელოს“ ცენტრალური ოფისი.

31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2023 წლის სექტემბერი

მის: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

31 ოქტომბერს 11:00 საათზე, ბათუმში, აჭარის პროკურატურაში საკრებულოს დეპუტატები ირაკლი ძიძიგური და რეზო ხარაზი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: როგორ და რატომ იყენებს სამსახურებრივი უფლებამოსილებას ბოროტად ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი - „ქალაქისთვის დამაზიანებელი და კორუფციული გადაწყვეტილებები თვითმმართველობაში“.

მის: ბათუმი, იუსტიციის სახლის წინ, პროკურატურა.

საკონტაქტო: რეზო ხარაზი - 577 41 44 01

31 ოქტომბერს 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში სხდომათა დარბაზთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „არა კალაძის საცობებს“

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

31 ოქტომბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის - პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის ანალიზის მიზნით დაწყებული თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება