ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - კრემლისთვის დეზინფორმაცია სამხედრო დოქტრინის ნაწილია

კრემლისთვის დეზინფორმაცია სამხედრო დოქტრინის ნაწილს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვამ გამოცემა Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროკავშირი „დემოკრატიის შუქურად“ რჩება, მაგრამ დიახ, ჩვენ გვყავს მტრები. რუსეთი ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ის ძალიან აქტიურად ერევა ჩვენს საინფორმაციო სფეროში, რათა უთანხმოება და სასოწარკვეთა გააღვივოს“, - განაცხადა ვერა იუროვამ.

ვერა იუროვას თქმით, რუსეთმა იცის, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური კურსი რიგითი მოქალაქეების არჩევანზეა დამოკიდებული, ამიტომ იგი დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობს.

„კრემლისთვის დეზინფორმაცია სამხედრო დოქტრინის ნაწილია და მრავალი მილიონი ევროს ღირებულების მასობრივი მანიპულირების იარაღია. კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მისი საწინააღმდეგო საშუალებები“, - აღნიშნა იუროვამ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა