ირაკლი კობახიძე - მიღებაზე აშშ-ის ახალი ელჩის სიტყვის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ ტაში არ დაუკრეს - მათ აღიზიანებთ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისკენ არის მიმართული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია გაღიზიანებულია იმის გამო, რომ აშშ-ს ახალ ელჩს, რობინ დანიგანს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ.

კობახიძის თქმით, ოპოზიციას მოსწონდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ის დინამიკა, რომელიც იყო მანამდე და არ მოსწონთ ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც არის დღეს.

„ამ “ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მიზნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ აშშ-ს ახალ ელჩს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ.

ერთი დეტალი მინდა გავიხსენო: ჩვენ ვესწრებოდით ახალი ელჩის სახელით გამართულ მიღებას, სადაც ელჩმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და, რა თქმა უნდა, მისი სიტყვის შემდეგ ყველამ ტაში დავუკარით. იქ იყვნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები: ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, რომლებმაც ტაში არ დაუკრეს, ეს აჩვენებს დამოკიდებულებას. მათ აღიზიანებთ ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, ამერიკის ელჩის მხრიდან, რომელიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისკენ არის მიმართული. მათ მოსწონდათ ის დინამიკა, რომელიც იყო მანამდე და არ მოსწონთ ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც დღეს არის ამ ურთიერთობებში“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება