ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე „ბერი ანდრიას ფონდის“ კეთილი ნების ელჩი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს "ბერი ანდრიას ფონდთან" და მხარს უჭერს მის საქმიანობას.
„ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ ფონდის სახელით გამართულ არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა. ფონდის ხშირი სტუმარია საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“.
30 ოქტომბერს მან პირველი გაკვეთილი ჩაუტარა ფონდის ბენეფიციარებს, სოლიდურ სიმსივნესთან მებრძოლ პატარებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.