„ჰამასმა“ შანი ლუკის სიკვდილის გამო პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ამბავი შანი ლუკის გარდაცვალების შესახებ საშინელებაა. ისევე როგორც ბევრი სხვა, ისიც სასტიკად მოკლეს. ეს აჩვენებს სრულ ბარბაროსობას „ჰამასის“ თავდასხმებს უკან, რომელმაც პასუხი უნდა აგოს. ეს ტერორიზმია და ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი“, - წერს შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა გერმანიის მოქალაქე, შანი ლუკის გარდაცვალება დაადასტურა, რომელიც 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა.