ვლადიმერ პუტინი - ვინ ქმნის სასიკვდილო ქაოსს, უკვე აშკარა გახდა - ეს არის აშშ-ის მმართველი ელიტა და მათი სატელიტები, რომლებიც დგანან ღაზაში  ხოცვა-ჟლეტის, ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, ერაყისა და სირიის მოვლენების უკან

ღაზაში პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის უკან აშშ-ის ამჟამინდელი მმართველი ელიტა დგას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

„ვინ ქმნის სასიკვდილო ქაოსს და ვინ სარგებლობს ამით დღეს, ჩემი აზრით, ეს უკვე აშკარა გახდა. ეს არის აშშ-ის ამჟამინდელი მმართველი ელიტა და მათი სატელიტები, რომლებიც დგანან ღაზაში პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის, ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, ერაყისა და სირიის მოვლენების უკან“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა დასავლური სადაზვერვო სამსახურები და უკრაინა კვირას, დაღესტნის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამოწვევაში დაადანაშაულა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა