მედია - საუდის არაბეთის არმია მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია

საუდის არაბეთის არმია მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი საუდელი ჯარისკაცი იემენის საზღვართან, მთიან სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ჯაზანში, "ჰუსიტების" ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა.

საუდის არაბეთის თავდაცვის ძალებმა, ასევე, "ჰუსიტების" მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო.

საუდელი სამხედროების დაღუპვის შესახებ ცნობები პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც გასული წლის აპრილში საუდის არაბეთმა "ჰუსიტების" დაჯგუფებასთან ზავის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

საუდის არაბეთის მთავრობისა და "ჰუსიტების" დაჯგუფების წარმომადგენლებს ამ დრომდე კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად