თურქეთის საგარეო უწყება - ისრაელმა თურქულ-პალესტინური საავადმყოფო დაბომბა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას სექტორში თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საავადმყოფო დაბომბა.

„რადგან ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის დაწესებულების კოორდინატები - რომელიც არის ერთადერთი კიბოს საავადმყოფო ღაზაში - წინასწარ იყო გაზიარებული ისრაელის ხელისუფლებისთვის, ასეთი თავდასხმას ახსნა არ აქვს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელს მოუწოდებს, ღაზას მოსახლეობაზე მასობრივი თავდასხმები შეწყვიტოს.

„ალყა და ეს არაადამიანური თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავს ღაზაში მყოფი პალესტინელი ხალხის ყველაზე ძირითადი უფლებების ჩამორთმევას, აშკარად არღვევს საერთაშორისო კანონს. ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზას მაცხოვრებლების მასობრივი თავდასხმა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება