იაპონია „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებსა და კომპანიას სანქციებს უწესებს

იაპონია „ჰამასთან“ დაკავშირებულ ცხრა პირს და კომპანიას სანქციებს უწესებს, - ინფორმაციას CNN-ი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სანქცირებული პირები მოიცავს „ჰამასის“ წევრებს და მათ დამფინანსებლებს, სანქცირებული კომპანია კი Buy Cash Money and Money Transfer Company-ია, რომელიც უზრუნველყოფს ფულის გადარიცხვისა და ვირტუალური ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის, გაცვლის სერვისებს. სანქციები სანქცირებული პირებისა და კომპანიის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტებად არიან აღიარებული.

აღსანიშნავია, რომ იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებით სანქციები პირველად დააწესა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს