პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 8 300-ს გადააჭარბა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს მინიმუმ 8 306 ადამიანი ემსხვერპლა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის 3 457 არასრულწლოვანი, 2 136 ქალი და 480 ხანდაზმულია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზას სექტორში საავადმყოფოებს, ელექტროენერგიის და მარაგის დეფიციტის გამო, ფუნქციონირება უჭირთ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება