ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი - ისრაელი-ჰამასის ომს 31 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შედეგად დღემდე, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი დაიღუპა, - ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორის არიან 26 პალესტინელი, ოთხი ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტი. დაშავებულია კიდევ 8 ჟურნალისტი, 9 კი - დაკარგულად ან დაკავებულად ითვლება.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ იკვლევენ დაუდასტურებელ ცნობებს დაკარგული ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოკლულები, დაკავებულები ან დაშავებულები იყვნენ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება