რუსებმა უკრაინაზე დრონების და რაკეტის გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი ჩამოაგდო

რუსულმა ძალებმა 31 ოქტომბრის ღამეს უკრაინაში „შაჰედის“ ტიპის ორი დრონი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორივე დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ 7 სარაკეტო და 90 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ ტერიტორიებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 82-ჯერ გაუხსნეს.

კერძოდ, საჰაერო დარტყმები განხორციელდა 30-ზე მეტი დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის პეტროპავლოვკაზე, სენკოვოზე, პერვომაისკოეზე, ანდრეევკაზე, ორლოვკაზე, მარინკაზე, ნოვომიხაილოვკაზე, უგლედრზე, რობოტინოზე, ივანოვკაზე, ბერისლავზე, ნიკოლაევკაზე, ანტონოვკასა და სხვა დასახლებებზე.

საარტილერიო ცეცხლის ქვეშ კი ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 110-ზე მეტი დასახლება აღმოჩნდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა