თეთრი სახლი - ისრაელი - „ჰამასის“ კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტა ახლა სწორი პასუხი არ არის

შეერთებული შტატები არ ეთანხმება გლობალურ მოწოდებებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ირწმუნება, რომ ეს არ არის „სწორი პასუხი ახლა“.

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ღაზაში დახმარების მიწოდების მიზნით საჭიროა ე.წ. „პაუზები“.

მისი თქმით, აშშ ესაუბრა ისრაელის მთავრობას იმის შესახებ, რომ იმ სატვირთო ავტომობილების რაოდენობა, რომლებსაც ღაზაში დახმარება შეაქვთ, ყოველდღიურად 100-მდე გაიზარდოს.

”ჩვენ ვიცით, რომ ესეც კი, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება იმასთან შედარებით, სადაც ახლა ვიმყოფებით, საკმარისი მაინც არ იქნება,” - განაცხადა ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ „ჰამასს“ დანებდეს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა