ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტია - ყველა კარგად ხვდებით, რომ კანდიდატის სტატუსს თუ ვერ იღებს ქვეყანა, ეს რუსული პარტიის დამსახურებაა

„ნაციონალური მოძრაობა“ არის კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტი - ყველა კარგად ხვდებით, რომ კანდიდატის სტატუსს თუ ვერ იღებს ჩვენი ქვეყანა, ეს არის რუსული პარტიის დამსახურება, ეს პირდაპირ რუსეთის აგენტის, ФСБ-ს აგენტის ოჯახში აღზრდილი კობახიძის დამსახურებაა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ყველაფერს, რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი მოახდინოს, აკეთებს „ქართული ოცნება“.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც გააკეთებს ყველაფერს, რაც დააზიანებს კანდიდატის სტატუსს. ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის მთავარი ამოცანა არის, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ და მე ასევე მინდა ვუპასუხო რუსული პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც თურმე ოპოზიციას აბრალებს, ჩვენ ეს კანდიდატის სტატუსი უკვე უნდა გვქონდეს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. მოკლე მეხსიერება არ აქვს ქართველ ხალხს და კარგად ხვდებიან, ეს სტატუსი რომ არ გვაქვს, ვისი ბრალია. მაშინ ვისი ბრალი იყო, რატომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად? რუსული პარტიის ბრალი ხომ არ იყო, რუსული პარტიის გამო ხომ არ მოხდა, რომ გადადეს კანდიდატის სტატუსის მოცემა? ამიტომ ყველა კარგად ხვდებით, რომ კანდიდატის სტატუსს თუ ვერ იღებს ჩვენი ქვეყანა, ეს არის რუსული პარტიის დამსახურება, ეს პირდაპირ რუსეთის აგენტის, ФСБ-ს აგენტის ოჯახში აღზრდილი კობახიძის დამსახურებაა, რომელიც კარგად ასრულებს რუსულ ინსტრუქციებს ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. ამიტომ არავის არ უნდა შეეპაროს იმაში ეჭვი, რომ რუსული პარტია აკეთებს ყველაფერს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირებისთვის და ის, რომ კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს და უნდა გვქონდეს, ეს არის აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე რუსული პარტიის დამსახურება და შემოქმედება.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტი და ეს დაადასტურა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რომელმაც თქვა, რომ არ ახსოვს და არ იცის ოპოზიციონერი, რომელიც სხვანაირად საუბრობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის, ჩვენც, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება