ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის სახლი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე „ჰამასის“ დე ფაქტო ლიდერის, სალეჰ ალ-არურის სახლი გაანადგურეს. ალ-არურის სახლი ქალაქ რამალას მახლობლად მდებარეობს.
ცნობისთვის, სალეჰ ალ-არური „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის დამფუძნებლად ითვლება და გასულ კვირას „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელს, ჰასან ნასრულას და „ისლამური ჯიჰადის“ მეთაურს, ზიად ნახალეს შეხვდა.