ეროვნული ბანკი მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სეგმენტის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვას განაგრძობს და ამჯერად მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას უერთდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი საგანმანათლებლო პლატფორმის „ფინედუს“ ორგანიზებით, ასევე, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაგეგმილია სასკოლო საზოგადოებაში უკვე საკმაოდ პოპულარული პროექტის - „მოიწვიე ფინედუ კლასში“ განხორციელება.

„პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლების, "ფინედუს დესპანების" სკოლებში ვიზიტებსა და ფინანსური განათლების გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. "ფინედუს დესპანები" 31 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით III-IX კლასის მოსწავლეებს ეწვევიან და მათ ღია გაკვეთილებს ჩაუტარებენ. გასული წლებისგან განსხვავებით, ამჯერად "ფინედუს დესპანობის" მისიის შესრულება უკვე მოხალისე მასწავლებლებსაც შეეძლებათ, რაც კამპანიას კიდევ უფრო მასშტაბურსა და საინტერესოს ხდის.

პროექტში ჩასართავად დაინტერესებული მასწავლებლები "ფინედუს" ვებგვერდზე სპეციალური ფორმის შევსებით დარეგისტრირდნენ. აღსანიშნავია, რომ მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება - ამჯერად, დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილისთვის 300-მდე კლასის 6500-მდე მოსწავლე ემზადება. გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს შესაბამისი საგანმანათლებლო მასალებიც დაურიგდებათ.

პროექტის მასშტაბურობა დიდწილად განპირობებულია ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პარტნიორი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ფინანსური, ადამიანური თუ საინფორმაციო მხარდაჭერით. წლევანდელი კამპანიის განხორციელებაში ჩაერთნენ შემდეგი ორგანიზაციები: გერმანული ფონდი შპარკასე საქართველო, სს "პაშა ბანკი" (რე ბანკი), სს "ბაზისბანკი", სს "საქართველოს ბანკი", სს "კრედო ბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "თიბისი ბანკი", მისო "ემ ბი სი", საპენსიო სააგენტო, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ილიაუნის უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო, მისო "კრისტალი".

მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას, თითქმის საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. მას საფუძველი 1924 წელს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩაეყარა. საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნის ტრადიცია 2012 წლიდან დაიწყო და მას ფინანსური სექტორი სხვადასხვა ინიციატივით ხვდება. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა „გროვიაა“,- ნათქვამია ინფორმაციით.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს