დიდუბის ეკლესიაში თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართველ მსახიობის, თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობის ხსოვნის პატივის მისაგებად პანაშვიდზე მიდიან საზოგადოების, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

მსახიობის პანშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.

არტისტის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ღვაწლზე ისაუბრა ჟურნალისტებთან რეჟისორმა ლევან წულაძემ.

„წავიდა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი წარმომადგენელი თავისი თაობისა, იმ გენიალური თაობის, რომლის ნაწილიც იყო. მისი ყველა მეგობარი სხვანაირი იყო, ოთარი, გივი, ამ თაობას ეს ახასიათებდა, მაგრამ ბატონი თენგიზი აბსოლუტურად განსხვავებული კაცი იყო სხვა სიმართლით, სხვა შინაგანი რაინდობით. დღეს ძალიან მძიმე დღეა", - განაცხადა ლევან წულაძემ.

თენგიზ არჩვაძეს ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

მან სცენური სახეები შექმნა სპექტაკლებში: „მოკვეთილი“, „დედა", "ღალატი", „თვალი პატიოსანი", „როცა ქალაქს სძინავს" „მე ვხედავ მზეს", „დღის წესრიგშია ერთი საკითხი", „კვაჭი კვაჭანტირაძე", „30 აგვისტო", „ჯორდანო ბრუნო", „ძველი ვალსი“, „ასის წლის წინათ“, „ისევ ამ ქვეყნად დავრჩები“, „სახლის ანგელოზები“, „მგზავრის წერილები“ და სხვა.

მონაწილეობს ფილმებში: „კეთილი ადამიანები", „ერთი ცის ქვეშ", „ხევისბერი გოჩა", „ხევსურული ბალადა", „დიდოსტატის მარჯვენა", „დათა თუთაშხია", „მე ვხედავ მზეს", „შეხვედრა წარსულთან", „მალე გაზაფხული მოვა" და სხვა.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1967-1973 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც.

2011 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი. თენგიზ არჩვაძე იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, აკაკი ხორავას სახელობის პრემიების, აგრეთვე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2017 წელს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. იმავე წელს გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - თენგიზ არჩვაძე“, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

მსახიობს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის