საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თენგიზ არჩვაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს წუთიერი დუმილით თენგიზ არჩვაძის ხსოვნის პატივისცემისკენ მოუწოდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თენგიზ არჩვაძე იყო დიდი მსახიობი, რომელიც ქმნიდა ქართველობის მაგალითს.

,,დღეს, ჩვენ, ბოლო გზაზე ვაცილებთ გამოჩენილ ქართველ მსახიობს და გამორჩეულ ადამიანს - თენგიზ არჩვაძეს. ეს იყოს ადამიანი, იმ თაობის წარმომადგენელი, რომლის მაგალითზეც იზრდებოდა ჩვენი თაობა. ადამიანი, რომელიც ქმნიდა წარმოდგენას, თუ რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს კაცობა, რას ნიშნავს ვაჟკაცობა და მინდა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ბატონი თენგიზის ხსოვნას,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!