მარიამ ქვრივიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის წევრებს შეხვდა

მისასალმებელია, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი იმაზე სწრაფად აღდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 9 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურნენ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დადებითი დინამიკაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებშიც - სახეზეა სიხშირეებისა და მიმართულებების ზრდა, განსაკუთრებით, ევროკავშირის კუთხით, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილი. ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. საავიაციო კომიტეტის სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.

„საავიაციო კომიტეტის წევრებთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაზე, მათ შორის, შევეხეთ სააეროპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, თელავის აეროპორტის პროექტის მიმდინარეობას, შიდა და საერთაშორისო ფრენების სტიმულირებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. შევთანხმდით, რომ ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ქვეყანაში ავიაციის სექტორი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება