რატი ბრეგაძე ლევან ხაბეიშვილზე - ეტყობა, ამ იმიტირებულ „როკი ბალბოას“ თავი მართლა „როკი ბალბოა" ჰგონია და ვეღარ ერკვევა სად არის - სავარჯიშო მოწყობილობასთან, თუ პოლიტიკაში

ეტყობა ამ იმიტირებულ „როკი ბალბოას“ თავი მართლა „როკი ბალბოა" ჰგონია და ვეღარ ერკვევა სად არის - სავარჯიშო მოწყობილობასთან, თუ პოლიტიკაში. მე მას ნამდვილად ვურჩევდი, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავოს არაფრისმომცემი საბრალო მუქარებისგან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე თანხმობას არ აძლევს და ამის გამო ხაბეიშვილი აფრთხილებს პაპუაშვილს, რომ მას პარლამენტში მისსავე ოთახში ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა მოუწევს.

რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა დაახლოებით, 2700-მდე ვიზიტორმა.

„სამართლებრივად, მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერ დავაში სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - გამართლდა საქართველო. მე ტელევიზიებისა და ოპოზიციის მხრიდან ბევრჯერ გამიგია, რომ ირღვეოდა სააკაშვილის უფლებები, ხდებოდა კანონდარღვევა, მაგრამ ეს არასდროს არ დასტურდება. სააკაშვილის უფლება რომ არის დაცული, მსოფლიოში ალბათ რთულად თუ მოიძებნება პატიმარი ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხზე და აღნიშნა, რომ როდესაც იქნება ექიმების მხრიდან შესაბამისი რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებული იქნება პენიტენციურ განყოფილებაში.

გარდა ამისა, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის კიდევ ერთ განცხადებას იმის შესახებ, რომ სამართლიანი არ იქნება თუ მიხეილ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

მისი თქმით, მსგავსი კითხვა ალბათ უფრო იუმორისტულ ჟანრს მიეკუთვნება.

მიხეილ სააკაშვილი თავად იძახის, რომ არის უკრაინელი და ეს არის დადასტურებული ფაქტი, ეს შეიძლება, ლევან ხაბეიშვილისეული აღქმა იყოს სამართლიანობის, მაგრამ მას ვურჩევდი ელემენტარულად გაერკვეს საქართველოს კანონმდებლობაში, იმეცადინოს და უფრო მეტად დრო დაუთმოს პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტის შიგნით. როგორ უნდა მიიღოს დაპატიმრებულმა მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში, მსგავსი კითხვა ალბათ უფრო იუმორისტულ ჟანრს მიეკუთვნება, ამ ადამიანს არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება. ეს ადამიანი იყო მთავარსარდალი მათ შორის და რომელ მთავარსარდალს მიუტოვებია საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეობა და წასულა სხვა სახელმწიფოს სამსახურში?!. მთავარსარდლები საკუთარ სახელმწიფოსა და მის მოქალაქეობას არ ტოვებენ სხვა სამსახურის გამო“, - განაცხადა ბრეგაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო