რამზან კადიროვი უსაფრთხოების ძალებს - თუ ჩვენთან ერთი ადამიანიც კი გამოვა არეულობისთვის, განახორციელეთ სამი გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში, მეოთხე კი - შუბლში

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უსაფრთხოების ძალებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააკავონ არეულობის წამქეზებელი პირები და თუ პირი სამ გამაფრთხილებელ გასროლაზე რეაგირებას არ მოახდენს, მეოთხე ტყვია შუბლში ესროლონ.

„თუ ჩვენთან ერთი ადამიანიც კი გამოვა არასანქცირებული არეულობისთვის, დააკავეთ და ჩასვით ციხეში, ან განახორციელეთ სამი გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში და ამის შემდეგ, თუ ადამიანი კანონს არ დაემორჩილება, განახორციელეთ მეოთხე გასროლა შუბლში. მეტჯერ აღარ გამოვლენ, ეს ჩემი ბრძანებაა", - განუცხადა კადიროვმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს.

ცნობისათვის, კადიროვმა ეს განკარგულება დაღესტანში ორი დღის წინ განვითარებული მოვლენების ფონზე გასცა. მაჰაჩყალას აეროპორტში კვირას მომიტინგეები შეიჭრნენ, როცა იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. არეულობის მონაწილეები ისრაელის მოქალაქეებს ეძებდნენ და ამ მიზნით, ტერიტორიიდან გასულ ავტომობილებსაც კი ამოწმებდნენ. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს. მომხდართა დაკავშირებით, სამართალდამცავებმა, 60 პირი დააკავეს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე