დღეს, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 80 სატვირთო მანქანა ღაზაში შესვლას შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებით, საკვებითა და სასმელი წყლით დატვირთულმა 80-მა სატვირთო მანქანამ, რაფაჰის გადასასვლელის გავლით, ღაზაში შესასვლელად მზადება დაიწყო.
პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის“ ცნობით, ისრაელმა დღემდე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 144 სატვირთო მანქანა დაუშვა, მათ შორის 50-ზე მეტი სატვირთო მანქანა ღაზას სექტორში მხოლოდ კვირას და ორშაბათს შევიდა.