თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მიმდინარეობდა, სადაც არტისტის ხსოვნას პატივი მიაგეს მსახიობებმა, მომღერლებმა, მწერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

მსახიობი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს. მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე საუბრობდნენ მისი კოლეგები.

თენგიზ არჩვაძეს ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

მან სცენური სახეები შექმნა სპექტაკლებში: „მოკვეთილი“, „დედა", "ღალატი", „თვალი პატიოსანი", „როცა ქალაქს სძინავს" „მე ვხედავ მზეს", „დღის წესრიგშია ერთი საკითხი", „კვაჭი კვაჭანტირაძე", „30 აგვისტო", „ჯორდანო ბრუნო", „ძველი ვალსი“, „ასის წლის წინათ“, „ისევ ამ ქვეყნად დავრჩები“, „სახლის ანგელოზები“, „მგზავრის წერილები“ და სხვა.

მონაწილეობს ფილმებში: „კეთილი ადამიანები", „ერთი ცის ქვეშ", „ხევისბერი გოჩა", „ხევსურული ბალადა", „დიდოსტატის მარჯვენა", „დათა თუთაშხია", „მე ვხედავ მზეს", „შეხვედრა წარსულთან", „მალე გაზაფხული მოვა" და სხვა.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1967-1973 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც.

2011 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი. თენგიზ არჩვაძე იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, აკაკი ხორავას სახელობის პრემიების, აგრეთვე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2017 წელს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. იმავე წელს გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - თენგიზ არჩვაძე“, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა