ზაზა ლომინაძე - 2023 წლის აგვისტოდან ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია უკვე სრულად ფინანსდება

ჩვენმა ოპონენტებმა გუშინ კიდევ ერთი სიცრუის გავრცელება სცადეს, რაც ჩვენს სახელმწიფოში ონკოპაციენტების მკურნალობას უკავშირდება. თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც საფრანგეთში იმყოფებიან და საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფომ სათანადო სამედიცინო მომსახურება ვერ გაუწია. ეს არის სრული სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ლომინაძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა საფრანგეთში საქაერთველოს საელჩოს და ასეთი ფაქტები არ დადასტურდა. მან სიტყვით გამოვსლისას იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ონკოპაციენტების დასახმარებლად აკეთებს და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, მთავრობამ ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით რამდენიმე პროგრამა წამოიწყო, მათ შორისაა ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების სრულად დაფარვა.

ლომინაძის განმარტებითვე, 2023 წლის 1 ივნისიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18-წლამდე პირის მკურნალობას, როგორც საქართველოში, ასევე ისრაელისა და ესპანეთის წამყვან ონკოლოგიურ კლინიკებში.

„2023 წლის აგვისტოდან ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია უკვე სრულად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით 13 ბავშვი მკურნალობს აღნიშნულ ქვეყნებში, 3 ბავშვი ემზადება გასამგზავრებლად, ხოლო 4 ბავშვთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ინფორმაციის გაცვლა კლინიკებთან. ამ პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროების შემთხვევაში, ოჯახმა უნდა მიმართოს თავის კლინიკასთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს, რათა შერჩეული იქნეს მათთვის სათანადო კლინიკა“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მწარმოებელ კომპანიებთან ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სპეციალური ფასითა და პირობებით შეძენაზე, რის შედეგადაც პაციენტებს ჯიბიდან გადასახდელი თანხა მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ, ან საერთოდ გაუუქმდებათ.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკრინინგის გაფართოება, ადრეული დიაგნოსტიკა და მეტი ონკოპაციენტის შესაბამისი მკურნალობა ადრეულ სტადიაზე, გამოიწვევს მეტი პაციენტის მიერ დაავადების დამარცხებას. მეტი დაფინანსებით მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდება შესაძლებელი. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჩვენი ოპონენტების გუშინდელი განცხადება იყო სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის