ჩამოყალიბდით, თქვენ პარლამენტის წევრი ხართ თუ USAID-ის თანამშრომელი. თუ გსურთ, რომ მომავალში იქ იმუშაოთ? რა არის იცით, თქვენ თავს ვერ გრძნობთ საქართველოს პარლამენტის წევრად და ქართველი ხალხის წარმომადგენლებად, იყურებით სხვაგან, ნაცვლად იმისა, რომ ხალხისკენ იყუროთ, ეს არის პრობლემა, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატს, თეონა აქუბარდიას.
მისი თქმით, USAID-ის წარმომადგენლობამ იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ყალბი იყო, მაგრამ არავინ არაფერი უთხრა ქართველ ხალხს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2020 წლის არჩევნებში პარალელური დათვლის შედეგები ყალბი ვრცელდებოდა „ისფედის“ მხრიდან. მოდით, შევხედოთ ფაქტებს: პირველი ფაქტი, „ისფედი“ ავრცელებდა პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს. მეორე, „ისფედის“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ მან მალევე აცნობა USAID-ის წარმომადგენლობას ის, რომ ეს მონაცემები სწორი არ იყო. მინიმუმ 1 თვით ადრე, ვიდრე ეს ქართველი ხალხისთვის საჯარო გახდებოდა, USAID-ის წარმომადგენლობამ იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ყალბი იყო. არავინ არაფერი უთხრა ქართველ ხალხს, თან იმ პირობებში, როდესაც აშშ-ის საელჩო ფასილიტატორად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. თქვენ, როგორც პარლამენტის წევრს, ეს თუ საერთოდ არ განაღვლებთ, მაშინ პატრიოტიზმის არანაირი გრძნობა არ გქონიათ. მითხარით, არის თუ არა ეს დეზინფორმაცია? ეს არის ფაქტები“, - მიმართა პაპუაშვილმა აქუბარდიას.