საფრანგეთში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ქალს, რომელიც „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა

საფრანგეთის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ქალს, რომელიც პარიზში, მატარებლის სადგურზე თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალს მუსლიმური თავსაბურავი ეფარა, იმუქრებოდა და „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

სააგენტოს პარიზის პროკურატურაში განუცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ქალი სამართალდამცავების გაფრთხილებას არ დაემორჩილა, მათ ერთხელ გაისროლეს, რის შედეგადაც ქალმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიიღო, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საფრანგეთში, 13 ოქტომბერს ერთ-ერთ სკოლაში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როდესაც ყოფილმა მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა და ორი ადამიანი დაჭრა, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა