თინა ბოკუჩავა - შალვა პაპუაშვილი განსაკუთრებული მონური მორჩილებით გამოირჩევა - არ ღელავს საკუთარ პოლიტიკურ რეპუტაციაზე, რადგან კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობის შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერაც დასრულდება

შალვა პაპუაშვილი განსაკუთრებული მონური მორჩილებით გამოირჩევა - არ ღელავს საკუთარ პოლიტიკურ რეპუტაციაზე, რადგან კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობის შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერაც დასრულდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა აცხადებს, რომ პაპუაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით, რომ არ შეუშვას დეპუტატები მიხეილ სააკაშვილთან, არღვევს რეგლამენტს და კონსტიტუციას.

"ოცნების" მმართველობის დროსაც კი, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს ერიდებოდა ყველა პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ განსაკუთრებული მონური მორჩილებით გამოირჩევა შალვა პაპუაშვილი, რომელიც არ ღელავს საკუთარ პოლიტიკურ რეპუტაციაზე, რადგან კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობის შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერაც დასრულდება. ის არის პირველი თავმჯდომარე, მათ შორის "ოცნების" მმართველობის პირობებში, რომელმაც ყველა დეპუტატს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, აუკრძალა შესვლის უფლება სააკაშვილთან და ამით დაარღვია პარლამენტის რეგლამენტი და კონსტიტუცია,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, ბოკუჩავა გამოეხმაურა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ რეპლიკებს და განცხადებებს და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა, ეს გასაკვირი არ არის.

"საგულისხმოა, რომ "რუსული ოცნების" კაცი დეპუტატები განსაკუთრებულ ტარგეტირებას უკეთებენ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, რადგან ხედავენ, რომ უკომპრომისოდ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ევროპული მომავლისთვის და ამას გავაგრძელებთ მიუხედავად მათი მცდელობისა. ბუნებრივია, ეს გასაკვირი არ არის "ოცნების" მხრიდან, რომელმაც ქალის წინააღმდეგ მოძალადე, არამცთუ დაასანქცირა, არამედ დააწინაურა, როცა პარლამენტის რიგითი წევრი პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად აქცია, როგორც ირაკლი კობახიძის ხელქვეითი პარლამენტში,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო