ბსუ-ში საერთაშორისო სტუდენტების მიღების დღე გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ინიციატივით საერთაშორისო სტუდენტების მიღების დღე (Welcome Party) ჩატარდა. ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სემესტრში ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტზე, ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან 14 სტუდენტი აგრძელებს სწავლას.

„უცხოელ სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, თამარ სირაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ ღლონტი, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები მიესალმნენ. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სამსახურმა სტუდენტებს ბსუ-ში მოქმედი კლუბები, სპორტული სექციები გააცნო და ისინი მონაწილეობისთვის მიიწვია. შეხვედრა მუსიკალურად ბსუ-ს ბენდმა გააფორმა.

უცხოელმა სტუდენტებმა თავიანთი ქვეყნებისა და უნივერსიტეტების შესახებ საინტერესო და სახალისო პრეზენტაციები წარმოადგინეს, ასევე, ეროვნული სუვენირებითა და კერძებით გაფორმებული კუთხეები.

შეხვედრაზე სამომავლო აქტივობებიც დაიგეგმა, რაც უცხოელ სტუდენტთა კულტურულ ინტეგრაციას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება