ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ  ევროპაში გასაშვები

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სალომე ზურაბიშვილის ევროპაში გაშვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, CBS NEWS-თან საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა თავად შესთავაზა მმართველ გუნდს მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ ევროპაში გასაშვები.

„როდესაც სალომე ზურაბიშვილი ასეთი გზავნილებით ელაპარაკება ევროპელ ლიდერებს, რომ პრემიერს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, გაურკვეველია ხელისუფლების საგარეო კურსი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ გასაშვები ევროპაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება