საკრებულოს წევრმა აკაკი ალადაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრმა აკაკი ალადაშვილმა საზოგადოებას საანგარიშო პერიოდში მისი ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

როგორც აკაკი ალადაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში სულ მოწვეულ იქნა საკრებულოს 15 სხდომა, რომლებზეც მიღებულ იქნა 615 განკარგულება და 105 დადგენილება.

აკაკი ალადაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სხდომებში მონაწილეობის შესახებ. მისი თქმით, ფრაქციას ჩატარებული აქვს 18 სხდომა, რომლებზეც განიხილეს და სხვადასხვა სახის რეკომენდაცია შეიმუშავეს 26 საკითხზე, მათ შორის დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, აგრეთვე სატრანსპორტო, ურბანული, ქონების მართვის და გარემოს დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების შესახებ.

საკრებულოს წევრმა ანგარიშის წარდგენისას ასევე ისაუბრა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში მუშაობის თაობაზე. მან ყურადღება გაამახვილა საანგარიშო პერიოდში მხარდაჭერილ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრების/ მათი უფლებამონაცვლის დაკმაყოფილება, დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით გასატარებელი ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და სხვა.

დღესვე აკაკი ალადაშვილთან ერთად გაწუელი საქმიანობის შესახებ ანგარიში საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ხუჯაძემ წარადგინა.ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში