ცეცხლის შეწყვეტამ შესაძლოა, „ჰამასი“ გაათამამოს და ისინი მომავალი ძალადობისთვის მზადებას დაუყოვნებლივ დაიწყებენ, - ამის შესახებ ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, კეირ სტარმერმა განაცხადა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ კონფლიქტს იმ მდგომარეობაში ტოვებს, რომელშიც ამჟამად არის.
„ეს „ჰამასს“ ისეთ ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს დაუტოვებს, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა განახორციელოს“, - აღნიშნა კეირ სტარმერმა.
ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული პაუზა ერთადერთი გამოსავალია და ის აუცილებლად უნდა დაიწყოს.