შალვა პაპუაშვილი - სამსჯავროზე არ ვართ, მაგრამ ერთ შენიშვნას, როგორც სხდომის წამყვანი, პირადად ჩემს თავზეც ვიღებ, რომ თუ პიროვნული შეურაცხყოფის ზღვარი იქნება, ადამიანს გამოსვლა დროულად შევაწყვეტინო

სამსჯავროზე არ ვართ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წევრებს პლენარულ სხდომაზე, როდესაც მათ უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებები გააპროტესტეს და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, როგორც სხდომის წამყვანი, პირადად იღებს შენიშვნას საკუთარ თავზე, რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსის სიტყვით გამოსვლა პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადავიდეს და მათ საუბარი დროულად შეაწყვეტინოს.

„ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა სამსჯავროზე არ ვართ. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ უსიამოვნო სიტუაცია იყო. პლენარული სხდომა ამ საკითხის გასარჩევი საკითხი არ არის. ბატონო იაგო, თქვენ მგონი, სხვა ბოღმა გალაპარაკებთ ახლა. არც ეგ არის სწორი საქციელი თქვენ რასაც აკეთებთ. თუ მომენტის გამოყენება გინდათ, სწორი საქციელი არ არის. ბატონო იაგო, მორალური პიედესტალიდან ნუ ისაუბრებთ. რაც შეეხება კოლეგიალურ ურთიერთობას, ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, კოლეგიალურები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. გასაგებია, რომ ერთ მხარეს ერთი ღიზიანდება და მეორე მხარეს მეორე. აქ „მონები“ და ასეთი სიტყვებიც გვესმოდა. რაც შეხება პროცედურულ საკითხს, ერთ შენიშვნას პირადად ჩემს თავზეც ვიღებ. როდესაც პიროვნული შეურაცხყოფები არის, მე მაქვს ხოლმე რეაქცია და მექნება კიდეც, როდესაც პიროვნული შეურაცხყოფაა. რაღაც მომენტში შეიძლება ამ კუთხით დამეგვიანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ შენიშვნას მე, როგორც სხდომის წამყვანი მივიღებ. თუკი იქნება პიროვნული შეურაცხყოფის ზღვარი, დროულად შევაწყვეტინო ხოლმე გამოსვლა ადამიანს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის