ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, ეპისკოპოს ანერი გიუნაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს ეპისკოპოსად არჩევა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ იგი ისევე გააგრძელებს რელიგიის სააგენტოსთან ინტენსიურ თანამშრომლობას, როგორც მისი წინამორბედი. ეპისკოპოსმა ანრი გიუნაშვილმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და სააგენტოსთან ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა აღუთქვა.

„შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, გია კანდელაკი, მისია „ფრიდენს ბოტეს" ხელმძღვანელი საქართველოში, ხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი, საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსის, ნინო ჭავჭავაძე, უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და იურისტი სანდრო შეყილაძე..

საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ახალი ეპისკოპოსი საერთაშორისო კონფერენციაზე აირჩიეს, რომელშიც სომხეთის, ესტონეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ლიეტუვის, ისრაელის, გერმანიის ბაპტისტური ეკლესიების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსბოტეს" ხელმძღვანელობა მონაწილეობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება