თბილისის მერია - გიორგიწმინდაში, იმერეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

თბილისის მერია - გიორგიწმინდაში, იმერეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, გიორგიწმინდის დასახლებაში, იმერეთის ქუჩისა და ჩიხების კეთილმოწყობას ასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 300 000 ლარამდე დაიხარჯება.

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.