ირაკლი კობახიძე სტუდენტებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, დღეს, საქართველოს პარლამენტში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდებმა ირაკლი კობახიძისგან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სტუდენტები გაეცნენ საპარლამენტო საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს და გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკას. სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკური საკითხებით.

„შეხვედრაში დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში მცხოვრები 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდებთან მსგავს შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი ესწრებოდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების გამგებლები და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები. პარლამენტში სტუდენტების სტუმრობა პარლამენტის წევრების, რიმა ბერაძისა და ირმა ზავრადაშვილის ორგანიზებით განხორციელდა.

შეხვედრის შემდეგ სტუდენტებისთვის პარლამენტის შენობაში საექსკურსიო ტური გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება