ანონსი  1 ნოემბერი

1-ელ ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ საქართველოს პრემიერ-მიმისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება კონფერენციას თემაზე - „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.

მის: თელავის ქ. 20

1-ელ ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და პარტიის წევრი ლაშა ტყეშელაძე ბრიფინგს გამართავენ

თემა: ირაკლი ღარიბაშვილის "გარემოცვის კორუფციული ინტერესები და სახელმწიფო ქონების მითვისება".

მის: გორგასლის ქუჩა N2

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633644

1-ელ ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენლის, ანა დუმბაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ბრიტანეთის მუზეუმიდან მოპარული ექსპონატები და ქართული საგანძურის საკითხი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1-ელ ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

C კორპუსი, III სართული, ოთახი N331

1-ელ ნოემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

1-ელ ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

1 -ელ ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის კამპანიის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საგარეო ურთიერთობების მდივნის მოადგილე ალექსანდრე-კრევო ასათიანი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ამერიკის ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.#13

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; ირაკლი გაბისონია - 555 602 634

1-ელ ნოემბერს, 16:00 საათზე, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება.

მის: ინგოროყვას ქ.7

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა