შალვა პაპუაშვილი “მაუწყებლის შესახებ“ კანონზე - ყოველი სიტყვა, მძიმე, წერტილი შეთანხმებული იყო - ევროკომისიასთან ვაგრძელებთ მუშაობას და დღეს ან ხვალ გვექნება საკითხის მონათესავე ინიციატივა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტის „ყველა სიტყვა და წერტილი“ ევროკომისიასთან იყო შეთანხმებული, ხოლო ტერმინი „უხამსობა“კანონში უკვე 20 წელია ფიგურირებს.

მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება უხამსობას, ეს ტერმინი ამ კანონში არის უკვე 20 წელია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ევროკომისიის მოთხოვნით, ეს საკითხი თვითრეგულირებიდან გადავიდა რეგულირებაში და ეს დაადასტურა მათ შორის ევროკავშირის ელჩმა. არაა საჭირო ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, იყო ძალიან ინტენსიური კონსულტაცია. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყოველი სიტყვა, ყოველი მძიმე, ყოველი წერტილი ამ პროექტის შეთანხმებული იყო ევროკომისიასთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროკომისიასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით და დღეს ან ხვალ გვექნება ინიციატივა სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მონათესავე იქნება ამ საკითხის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება