Bloomberg-ის პლატფორმაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა

საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ზე ცნობილმა „იუტუბერებმა“ ჯეიმ პოულ სპარფორდმა და ბენჯამინ დევიდ ებრელმა კახეთის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს - გადაცემის Sorted Food წამყვანებმა საქართველოში Bloomberg-თან ერთად იმოგზაურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიდეორგოლში Glimpses of Georgia: Kakheti, კახეთის ტურისტული ადგილებია ნაჩვენები. Sorted Food-ის წამყვანებმა ჩურჩხელის ამოვლებაში, პურის ცხობასა და ყურძნის დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა. 3-წუთიან ვიდეორგოლში კახეთის ვენახები და მარნებია ნაჩვენები.

„გადაცემას Sorted Food Youtube-ზე 2,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. Sorted Food-ის გუნდი Bloomberg-ის კამპანიის ფარგლებში Youtube-ის მომხმარებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიასა და ვიდეორგოლთან ერთად კიდევ საიმიჯო რეპორტაჟს გამოაქვეყნებს. მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში, (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok) რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

Bloolberg-ზე მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა