პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებიდან 2020 წელს 69%, 2021 წელს კი 74% დასაქმდა - საკუთარი პროფესიით დასაქმებული კურსდამთავრებულთა მხოლოდ ნახევარია, მეორე ნახევარი კი სხვა მიმართულებით მუშაობს

საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი 75 დაწესებულება და 689 საგანმანათლებლო პროგრამაა ხელმისაწვდომი - 5 წლის განმავლობაში პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ძირითადად მზარდი იყო.

უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსის“ მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, 2019 წელს ვარდნის შემდეგ, 2018 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა, 2021 წელს კი, კიდევ უფრო გაიზარდა.

კერძოდ, დასაქმების მაჩვენებელი 2017 წლის კურსდამთავრებულებში 60% იყო; 2018 წელს - 62%; 2019 წელს - 50%; 2020 წელს - 69%; 2021 წელს - 74%.

თუმცა, დასაქმების მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევების თანახმად, უმეტეს შემთხვევაში, დასაქმებულთა მხოლოდ ნახევარია საკუთარი პროფესიით დასაქმებული, მეორე ნახევარი კი სხვა მიმართულებით მუშაობს. ასევე, დასაქმების და პროფესიით დასაქმების მაჩვენებელი, ძირითადად, უფრო დაბალია ახალგაზრდებში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება