კათოლიკეები ყველა წმინდანის დღეს ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს ყველა წმინდანის დღეს ულოცავს.

ამის შესახებ განცხადებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს კათოლიკური სამყარო ყველა წმინდანის დღეს ზეიმობს. ყველა წმინდანის დღე განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც კათოლიკეები ყველა წმინდანის, ცნობილის თუ უცნობის პატივსაცემად აღნიშნავენ. იგი პირველად 609 წელს იზეიმეს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“,- ნათქვამია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის