გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დღეს რიგით 115-ე შეხვედრა გაიმართება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ.
ასევე, არსებული ინფორმაციით, განსახილველი საკითხები შეეხება იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვისაა მნიშვნელოვანი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.