რიმა ბერაძე - არ არის მოსაწონი შეურაცხყოფა, არც ოპოზიციის და პოზიციის მხრიდან - ჩემთვისაც მოუყენებიათ შეურაცხყოფა, მამაკაცებზეც ვსაუბრობ და ქალებზეც, გენდერი აქ რა შუაშია?

არ არის ეს მოსაწონი (შეურაცხყოფა), არც ოპოზიციის და პოზიციის მხრიდან - ჩემთვისაც მოუყენებიათ შეურაცხყოფა, მამაკაცებზეც ვსაუბრობ და ქალებზეც, გენდერი აქ რა შუაშია? - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რიმა ბერაძემ განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წევრების მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა.

რიმა ბერაძე არ ასახელებს, ვინ მიაყენა შეურაცხყოფა და ამბობს, რომ "წასული თემაა და სახელს და გვარს არ დაასახელებს".

"თავად ჩვენი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ ეს ფრაზეოლოგია იყო ჩვენი გუნდისთვის მიუღებელი. თავად გამოვიდა ბატონი ირაკლი შემდეგ და მოიხადა ბოდიში. ვფიქრობ, კოლეგიალურები უნდა ვიყოთ, ერთმანეთს პატივი ვცეთ და იმ ინსტიტუციას, სადაც ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია, მაგრამ მე მექნება ერთი თხოვნა, რომ ეს უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ და პოზიციამ. იცით რა, ხშირი ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ჩემთვისაც მოუყენებიათ შეურაცხყოფა მამაკაც დეპუტატებსაც და ქალებსაც, სხვათა შორის. ოღონდ ეს ყოფილა კამერებს მიღმა. კამერებთანაც ყოფილა, მაგრამ მე ჩემს თავს ვეცი პატივი და არ გავეცი პასუხი იმ ქალბატონს, როგორიც მას ეკადრებოდა. მე მამაკაცებზეც ვსაუბრობ და ქალებზეც, გენდერი აქ რა შუაშია? ორთავე მხარეზე ვსაუბრობ. ჩემი მისამართითაც იყო სექსისტური განცხადება, მაგრამ წასული თემაა და სახელს და გვარს აღარ დავასახელებ,"- განაცხადა ბერაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს