ისრაელმა წითელ ზღვაში სარაკეტო გემები გაგზავნა

ისრაელმა წითელ ზღვაში სარაკეტო გემები გაგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იემენის „ჰუსიტების“ დაჯგუფების მიერ განხორციელებული რამდენიმე შეტევის შემდეგ, ისრაელმა წითელი ზღვის ტერიტორია საზღვაო ძალების სარაკეტო გემებით გააძლიერა.

„წითელ ზღვაში გემები სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე განლაგდნენ“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელმა იემენიდან გაშვებული რაკეტა და ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, ხოლო დღეს დილით, კიდევ ერთი საჰაერო სამიზნე გაანადგურა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა