თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის განვითარება და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სენაკის სამხედრო ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მინისტრმა მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე განახლებული ყაზარმის შენობა დაათვალიერა, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. ყაზარმის ოთახებში დაეგო ახალი იატაკი; განახლდა კედლები, ჭერი, განათების სისტემები; შენობა აღიჭურვა ახალი ინვენტარით. ბრიგადის ტერიტორიაზე გამოიცვალა საინჟინრო კომუნიკაციებიც. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამხედრო ბაზაზე 300 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი გაკეთდა, რომელიც სამხედრო ბაზის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს. მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების დამოუკიდებელი წყაროების შექმნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით, 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობა თვისობრივად გააუმჯობესა. 2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. მხოლოდ მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა